ნადეჟდა სავჩენკო უკრაინის უმაღლესი რადის ფრაქცია „ბატკივშინიდან“ გარიცხეს
უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო ფრაქცია „ბატკივშინიდან“ გარიცხეს. ამის მიზეზად ფრაქციაში დონეცკის და ლუგანსკის “რესპუბლიკების“ წარმომადგენლებთან ტყვეთა გაცვლის პროცესში სავჩენკოს მონაწილეობა სახელდება. ფრაქციაში აცხადებენ, რომ სავჩენკო თავის მოქმედებებს „ბატკივშინასთან“ არ ათანხმებს.
რამდენიმე დღის წინ ფრაქციამ არაღიარებულ რესპუბლიკებთან მოლაპარაკების პროცესში სავჩენკოს მონაწილეობას დაუშვებელი უწოდა. ამ გადაწყვეტილებას “ბატკივშინას” ლიდერმა, იულია ტიმოშენკომაც მხარი დაუჭირა.