ბერლინში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო
ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ცნობისთვის, გერმანიის დედაქალაქში, კურფურსტენდამის მოედანზე სატვირთო ავტომობილი ორშაბათს საღამოს იქ შეკრებილ ხალხში შევარდა, რასაც 12 ადამიანი ემსხვერპლა და 50 დაშავდა.
ბერლინის პოლიციაში მანამდე განაცხადეს, რომ მომხდარი ტერორისტული აქტია.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სატვირთო ავტომობილის მძღოლი დააკავეს. მასთან ერთად ავტომობილში კიდევ ერთი ადამიანი იმყოფებოდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.