ჩინეთმა აშშ-ს გასულ კვირას დაკავებული უპილოტო წყალქვეშა ნავი დაუბრუნა
ჩინეთმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უპილოტო წყალქვეშა ნავი დაუბრუნა, რომელიც გასულ კვირას დააკავა. პენტაგონის განცხადებით, საცურაო აპარატის დაკავება საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევდა, ხოლო მისი დაბრუნება დიპლომატებსა და სამხედროებს შორის მოლაპარაკების პროცესს ხელს შეუწყობს.
როგორც პენტაგონის წარმომადგენელმა პიტერ კუკმა განაცხადა, აპარატი ამერიკული საესკადრო ნაღმოსნის, Mustin-ის ეკიპაჟს ნეიტრალურ წყლებში გადასცეს.