რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

რიკოთის უღელტეხილზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. არსებული ინფორმაციით, ავტომობილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეკუთვნის. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც „კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია. ავტომანქანის აალება, სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები