დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰაიკე ფაიჩს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის არსებულ ძირითად მიმართულებებზე, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტებსა და ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტიულ მიმართულებებზე.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გერმანიის ელჩს გააცნო მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმა და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები. საუბარი წარიმართა მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობის და დაგეგმილი რეფორმების თაობაზე. აღინიშნა, რომ მათი განხორციელებით საქართველო შეძლებს, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, რაც დადებითად აისახება საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში სავაჭრო ურთიერთობების განვითარებაზე და ამ მიმართულებით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჩართულობასა და როლზე. აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად მუშაობს ევროპული სტანდარტების დანერგვაზე ადგილობრივ წარმოებასა და მომსახურებაში. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ვიზალიბერალიზაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებას და იმედი გამოთქვეს, რომ პროცესი სულ მალე დასრულდება. სამომავლო მხარდაჭერასთან დაკავშირებით ელჩმა ფაიჩმა გამოხატა მზაობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარდაჭერისა, რომლის ერთ-ერთი გამოხატულებაც არის საქართველოსა და გერმანიას შორის ფინანსური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ 2017 წელს დაგეგმილი სამთავრობო მოლაპარაკებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები