ვიქტორ ორბანი: ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს, ახლა ჩვენი დროა, ვიბრწყინოთ და ბრიუსელის ოკუპაცია მოვახდინოთ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას ულოცავს.

„ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტად ინაუგურაციას. ახლა ჩვენი დროა, ვიბრწყინოთ. ჩვენი დროა, ბრიუსელის ოკუპაცია მოვახდინოთ“, – წერს ორბანი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი ოფიციალურად გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები