“ვიზიარებ თურქი ხალხის დიდ მწუხარებას; ამ ორ ერს შორის არსებული ძმური თანადგომა მეხსიერებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება” – ოდიშარია

თურქეთის ბოლუს პროვინციაში, სამთო-სათხილამურო კურორტ კარტალკაიაში მდებარე, 12-სართულიან ხის სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, რომელსაც ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა, “ქართული ოცნების” წევრი, ბექა ოდიშარია სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“ვიზიარებ თურქი ხალხის და მისი ხელისუფლების დიდ მწუხარებას.

წლების განმავლობაში თურქეთთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი გახლდით და ამ პერიოდში, სამწუხაროდ, ორივე ქვეყანას არაერთი განსაცდელი გადახდა თავს.

ამ ორ ერს შორის არსებული ძმური თანადგომა მეხსიერებაში მთელი ცხოვრების განმავლობაში გამყვება”, – წერს ოდიშარია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები