პრემიერმა მთელ საქართველოს ბარბარობა მიულოცა (ფოტოკოლაჟი)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთელ საქართველოს ბარბარობის დღესასწაული მიულოცა. გიორგი კვირიკაშვილი დღეს მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. მთავრობის მეთაურმა ბარბარობის დღესასწაული განსაკუთრებით ბავშვებს მიულოცა და მათ ბედნიერი ბავშვობა უსურვა.
“დღეს არის ძალიან დიდი დღესასწაული. მახათას მთაზე შენდება ეს უმშვენიერესი ტაძარი, რომლის ზარი დღეს პირველად დაირეკა. მინდა, ყველას მივულოცო ბარბარობა. წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მინდა, საქართველოში ყველა ბავშვს ვუსურვო ის, რასაც ბავშვობა ჰქვია, ვუსურვო, სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონოდეთ ბედნიერი ბავშვობა”, – განაცხადა პრემიერმა.
მახათას მთაზე მშენებარე ტაძრის ზარები დღეს პირველად დაირეკა. პარაკლისს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.
15621654_383542868657410_7585570469090079140_n 15442345_383542781990752_788795436765439190_n 15621687_383543041990726_8247264764580236893_n 15542163_383542698657427_8695651912075315700_n 15442394_383542921990738_6389130769841565427_n 15442342_383542611990769_3361253948365455503_n 15541269_383543025324061_1874666203580031754_n 15542429_383542991990731_7899075866469486632_n 15590658_383543105324053_6192158038321636954_n 15622402_383542608657436_1162095236992311071_n 15542056_383542728657424_1377159334204168826_n 15621903_383542945324069_2580640121359213029_n 15439887_383542695324094_3855444132937771233_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები