გიორგი კვირიკაშვილი: ვცდილობთ, დიდ განსაცდელში მყოფ სირიელ ბავშვებს ჰუმანიტარული დახმარება მივაწოდოთ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ალეპოში არსებულ მძიმე, ტრაგიკულ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველო ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნას ცდილობს.
“ჩვენ ვცდილობთ, გაეროს ოფისის მეშვეობით, როგორმე, რაიმე არხით, მივაწოდოთ ჰუმანიტარული დახმარება იქ ძალიან დიდ განსაცდელში მყოფ ბავშვებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მადლიანი საქმე იქნება. ვეცდებით, ეს აუცილებლად გავაკეთოთ”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი კვირიკაშვილი მახათას მთაზე მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პარაკლისს დაესწრო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, წმინდა ბარბარე არის ბავშვების მფარველი. მან საქართველოში ყველა ბავშვს უსურვა, რომ სითბოში გაზრდილიყვნენ და ჰქონდეთ ბედნიერი ბავშვობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები