გეგა გეგეშიძე: აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ერევა ფედერაციის არჩევნებში

„ჭიდაობის ოჯახი გადაწყვეტს, ვინ იქნება ღირსეული კანდიდატი. აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ერევა ფედერაციის არჩევნებში“, – ამის შესახებ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა, გეგა გეგეშიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც გეგეშიძემ განმარტა, მის საქმიანობას ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით არანაირი კავშირი არ აქვს.
”გამარჯვების იმედი რომ არ მქონდეს, არც მივიღებდი მონაწილეობას. ჭიდაობის ოჯახი გადაწყვეტს, ვინ იქნება ღირსეული კანდიდატი. რა შუაშია შსს ჭიდაობის ფედერაციასთან? მე ჭიდაობის ოჯახის ერთ-ერთი რიგითი წევრი ვარ. აბსურდულია იმაზე საუბარი, რომ შსს ერევა ფედერაციის არჩევნებში”, – განაცხადა გეგა გეგეშიძემ.
სასტუმრო „რედისონში“ დღეს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო სესია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც, ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები შედგა.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძოდა. კერძოდ, ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე. მეოთხე კანდიდატი – დავით გობეჯიშვილი საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოსცილდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები