ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე დაიწყო

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში ყრილობის დელეგატთა რეგისტრაცია ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სასტუმრო ”რედისონში”, სადაც არჩევნები უნდა გაიმართოს, ერთ-ერთმა დელეგატმა საიდენტიფიკაციო კოდი ვერ წარადგინა, რასაც კამათი მოჰყვა. დელეგატების ნაწილი, მათ შორის სპორტსმენებიც, ფოიეში სარეგისტრაციო მაგიდასთან არიან შეკრებილნი და სიტუაციის დროულად მოგვარებას მოითხოვენ.
ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. ესენი არიან: ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი, ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ვეტერანებში მსოფლიოს არაერთგზის გამარჯვებული ესტატე გოგლიჩიძე და გეგა გეგეშიძე.
მეოთხე კანდიდატი, დავით გობეჯიშვილი, საარჩევნო მარათონს ნებაყოფლობით ჩამოსცილდა. გეგა გეგეშიძის მომხრეები დელეგატთა სიებს ხმაურით აპროტესტებენ. კამათისა და სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ, 5 დელეგატს ხმის უფლება ჩამოერთვა.
ყრილობა, რომელიც 13:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, დელეგატთა სიების დაზუსტების გამო, ამ დრომდე არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები