ძლიერი თოვის გამო, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე რეისი გადაიდო

AgfaPhoto

უამინდობისა და ძლიერი თოვის გამო, ქუთაისის აეროპორტიდან ევროპის მიმართულებით რამდენიმე რეისი გადაიდო.
როგორც „კვირას“ ქუთაისის აეროპორტის წარმომადგენელმა განუცხადა, წუხელ რამდენიმე რეისი ვერ შესრულდა. მისი თქმით, ვერ განხორციელდა ქუთაისი- ბუდაპეშტის, ქუთაისი-სალონიკის და ქუთაისი- ვარშავის რეისები.
აეროპორტის წარმომადგენლის ინფორმაციით, მგზავრები, რომლებიც გუშინ ქუთაისი-სალონიკის მიმართულებით უნდა გაფრენილიყვნენ, გამგზავრებას სამშაბათს შეძლებენ. მისივე თქმით, გუშინ ქუთაისის აეროპორტმა ვერ მიიღო რეისი მემინგენი-ქუთაისი, რომელიც გერმანიიდან მოფრინავდა. თუმცა, თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. აეროპორტის წარმომადგენელი ამბობს, რომ ქუთაისში ამ წუთებშიც თოვს, თუმცა ოდნავ გამოიდარა.
დღეს, 14:25 წუთზე ქუთაისიდან სოფიის მიმართულებით რეისი, სავარაუდოდ, შესრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები