ბათუმისა და ხელვაჩაურის 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

ბათუმისა და ხელვაჩაურის 12 ათას აბონენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის რეგიონული ოფისის დირექტორის, დავით ლეკიშვილის განცხადებით, აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და სავარაუდოდ, 15:00 საათისთვის გაზმომარაგება სრულად აღდგება.
„აქტიურად მუშაობენ ჩვენი თანამშრომლები, რათა აბონენტებს ბუნებრივი აირი დროულად აღუდგეთ. ამ დროისათვის, 38 ათას აბონენტს გაზი მიწოდება. დარჩენილ 12 ათასს კი 15:00 საათამდე სრულად აღუდგება, რადგან აქ ძირითადად, კერძო სახლებზე არის საუბარი, სადაც ჩვენი თანამშრომლები თითოეულ აბონენტთან ადგილზე მიდიან და ამოწმებენ“, – აღნიშნა დავით ლეკიშვილმა.
ბათუმში, ხელვაჩაურსა და სარფში 50 ათას აბონენტს, ცენტრალურ მაგისტრალზე მომხდარი დაზიანების გამო, გუშინ ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები