პატრიარქი ბარბარობას, მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს

დღეს, ბარბარობას, მახათას მთაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია II პარაკლისს გადაიხდის და ბავშვებს დალოცავს. ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამი.
დღესვე, პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები. საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, 2010 წელს დაარსებული ფონდი „ივერიისა“ უკვე მეექვსე წელია მახათას მთაზე ახორციელებს ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობას. 2015 წლის დეკემბრამდე ფონდს ხელმძღვანელობდა ბატონი პაატა ბურჭულაძე, რომელმაც ბევრი გააკეთა მისი წარმატებით ფუნქციონირებისათვის, მაგრამ მან, პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გამო, პირადი სურვილით დატოვა ეს ორგანიზაცია. ფონდის ხელმძღვანელობა დაეკისრა ბატონ გიორგი თავაძეს და მოხდა მისი რეორგანიზაცია. იგი გადაკეთდა საზოგადოებად, რომლის დამფუძნებლებიც ჩვენი საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები არიან.
ა.წ. 17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს, მოხდება საზოგადოება „ივერიისას“ წარდგინება მახათას მთაზე. 12:00 საათზე კი უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გადაიხდის პარაკლისს, დალოცავს ბავშვებს და სრულიად საქართველოს. ამ დღეს პირველად დაირეკება მახათის მთის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ზარები“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები