ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს სამედიცინო გამოკვლევები და კონსულტაციები ჩაუტარდებათ

ხვალ, 11.00 საათზე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ასოციაციის “საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ ორგანიზებით, 15 სხვადასხვა სამედიცინო პროფილის ექიმი-სპეციალისტი გორის რაიონის სოფელ ნიქოზს ეწვევა. მედიკოსები ადგილობრივი ამბულატორიის შენობაში ნიქოზში მცხოვრებ ვეტერანებს უფასო სამედიცინო გამოკვლევებს და კონსულტაციებს ჩაუტარებენ. პაციენტებს საჭიროებისამებრ უფასოდ გადაეცემათ მედიკამენტებიც.
სახელმწიფო უწყების მხრიდან ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე, დირექტორის პირველი მოადგილე ნიკოლოზ კვეზერელი და სამსახურის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები