პატრიარქი – დღეს არის ბედნიერი დღე, ვაკურთხეთ ტაძარი, რომელიც პატიმრებმა ააშენეს

ქსნის N15 პენიტენციურ დაწესებულებას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ესტუმრა.

ილია მეორემ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი აკურთხა, რომელიც სამინისტროს თანამშრომლებისა და მსჯავრდებულთა მონაწილეობითა და შემოწირულობებით აშენდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა N15 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები დალოცა და მათ წმინდა ნიკოლოზის ხატი აჩუქა.
გარდა ამისა, მისმა უწმინდესობამ 125 მსჯავრდებულს საპატრიარქოს სიგელები გადასცა, რომლებიც წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობაში მონაწილეობდნენ.
„დღეს არის ბედნიერი დღე. ჩვენ ვაკურთხეთ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი, რომელიც ჩვენმა სულიერმა შვილებმა, პატიმრებმა ააშენეს. მათ გამოიჩინეს საოცარი სულიერი სიმაღლე და ეს ბრწყინვალე ტაძარი აშენდა. ეს ტაძარი იმისათვის აშენდა, რომ თუ იქნება ამის საშუალება, აქ ყოველდღე წირვა-ლოცვა შესრულდეს. მინდა დავლოცო ყოველი ადამიანი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ამ ტაძრის მშენებლობაში და ერთი აგური მაინც დადო”, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, ეზო და სამრეკლო დაათვალიერებინა. წმინდა ნიკოლოზის ტაძრის მშენებლობა დაწესებულებაში წელიწადი და შვიდი თვე გრძელდებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები