კახა კახიშვილი: პატიმრებისთვის დაგვიანებულ ამანათზე მეტ სიკეთეს, პატრიარქის მიერ ნაკურთხ ტაძარში ლოცვა წარმოადგენს

“პატიმრებისთვის დაგვიანებულ ამანათზე მეტ სიკეთეს, პატრიარქის მიერ ნაკურთხ ტაძარში ლოცვა წარმოადგენს“, – ასე გამოეხმაურა სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ამანათების შეგზავნასთან დაკავშირებით არსებულ შეფერხებას.
მინისტრის თქმით, პატიმრებთან ამანათების შეგზავნა სულ რაღაც 40 წუთის განმავლობაში შეფერხდა.
„სიმართლე გითხრათ არ მეგონა, ამხელა საზეიმო განწყობის მერე, თუ ეს მოხდებოდა, რაც დღეს მოხდა. თავად პატრიარქმა აკურთხა წმინდა ნიკოლოზის ტაძარი. ჩვენ იმაზე ვსაუბრობთ, რომ 40 წუთის განმავლობაში შეფერხდა ამანათების გამოტანა. ამაზე, დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ იმ პატიმრებისთვის, რომლებიც დღეს იხდიან სასჯელს, ნახევარი საათით დაგვიანებულ ამანათზე მეტ სიკეთეს წარმოადგენს პატრიარქის მიერ ნაკურთხ ტაძარში ლოცვა“,-განაცხადა კახიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქის ვიზიტის გამო ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისული პატიმართა ოჯახის წევრები საკუთარი პატიმრებისთვის ამანათების შეგზავნას ვერ ახერხებდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები