ლატვიის ექსპრეზიდენტი: ჩვენ ვხედავთ ძალიან თავხედ და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას რუსეთის მხრიდან

“ჩვენ ვხედავთ ძალიან თავხედ და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას რუსეთის მხრიდან”, – ამის შესახებ ლატვიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ვალდის ზატლერსმა პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ეროვნული და რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიულ დისკუსიაზე.
„დღეს რუსეთის მმართველები ომზე, როგორც ჩვეულებრივ მდგომარეობაზე, ისე საუბრობენ. მათთვის სასიამოვნოა საომარ მდგომარეობაში ყოფნა, ამით ისინი გვეუბნებიან, ნახეთ როგორი გმირები ვართ, როგორი ძლიერები ვართ. ჩვენ ვხედავთ ძალიან თავხედ და აგრესიულ საგარეო პოლიტიკას რუსეთის მხრიდან“, – განაცხადა ვალდას ზატლერსმა.
მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნების სტაბილური და მშვიდობიანი გარემოსთვის ერთადერთ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები