1 წლის ბარბარე თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა

1 წლის ბარბარე მოლაშვილი, რომელსაც თურქეთის კლინიკაში ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია ჩაუტარდა, გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლების განცხადებით, ორგანიზმმა გადანერგილი ღვიძლი მიიღო, მაგრამ დაგვიანებული ოპერაციის გამო პატარა ბარბარეს ტვინის შეშუპება დაეწყო და მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს.
როგორც „კვირას“ ფონდ „სიკეთის კვალში“ განუცხადეს, პატარა ბარბარეს მდგომარეობა დილიდან მძიმე იყო, შუადღისას კი გარდაიცვალა. მათი ინფორმაციით, ოპერაციის შემდეგ, ბარბარეს დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
1 წლის ბარბარე მოლაშვილი, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდებოდა ღვიძლის გადანერგვა, თურქეთში, ერთ–ერთ სამედიცინო ცენტრში ექიმების თანხლებით დეკემბრის დასაწყისში გადააფრინეს. მას კლინიკაში ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა, დონორი მისი დედა იყო. ბარბარე მოლაშვილს ღვიძლის ტრანსპლანტაციისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ 40 ათასი დოლარი ჩარიცხა, დანარჩენი თანხა კი მოსახლეობის აქტიურობით შეგროვდა. ოპერაციისთვის სულ 126 ათასი დოლარი იყო საჭირო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები