რატომ აგროვებს რეჟისორი გიორგი ოვაშვილი სიზმრებს – „ყველანაირ სიზმარს ვღებულობთ“

კინორეჟისორი გიორგი ოვაშვილი სიზმრების შეგროვებას იწყებს და ფეისბუქით, ქართულ და ინგლისურ ენებზე, მოსახლეობას  მიმართავს, საინტერესო სიზმრები გაუგზავნონ ელფოსტაზე.
oqros-gargari„ყურადღება! ვაგროვებთ სიზმრებს. თუ დაგესიზმრათ საინტერესო სიზმარი და გსურთ გაგვიზიაროთ, გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: thunder_finder@yahoo.com.
სიზმრის გამოყენების შემთხვევაში საავტორო უფლებები დაცული იქნება“, – წერს გიორგი ოვაშვილი.
ამ უცნაური და საინტერესო მიმართვის ტექსტის დეტალების გასარკვევად, „კვირა“ რეჟისორს დაუკავშირდა, თუმცა გიორგი ოვაშვილმა ეს საიდუმლოდ დატოვა.
„უბრალოდ ვაგროვებთ სიზმრებს. ჯერჯერობით სიზმრების შემგროვებლები ვართ. მეტს ვერაფერს გეტყვით. მერე ვნახოთ. საკმაოდ ბევრი სიზმარი შემოდის… თქვენც თუ გაქვთ სიზმარი, გამოგვიგზავნეთ. ყველანაირ სიზმარს ვღებულობთ, ჟანრს მნიშვნელობა არ აქვს,“ – განმარტა ოვაშვილმა. რეჟისორის მიმართვას უკვე მრავალი ადამიანი გამოეხმაურა, რასაც ფეისბუქგაზიარებები და კომენტარები მოწმობს.
ყველასთვის ცნობილია, რომ გოდერძი ჩოხელის გამიხარდაც აგროვებდა დარდებს რომანში „ადამიანთა სევდა“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები