დიმიტრი ქუმსიშვილი: ქვეყნის ეკონომიკა არის ჯანმრთელი, ჯანსაღი და აუცილებლად განვითარდება

”ჩვენ უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ადგილობრივი საწარმო შეიქმნას” – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები არის გადასადგმელი.
”ჩვენ უნდა გადავდგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში მეტი ადგილობრივი საწარმო შეიქმნას, ექსპორტზე ორიენტირებული წარმოებები იყოს, მეტი ბაზრები გვქონდეს გახსნილი და თავისუფალი, ღია ბაზრის პირობებში მოვახერხოთ იმპორტის ჩანაცვლება. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციების განხორციელება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა მეწარმეებმა მიიღონ ინვესტიციებზე გადაწყვეტილება. სწორედ აქ არის ის რეფორმები, რომელ რეფორმებზეც მე ვისაუბრე და რაც არის ასახული ჩვენს ბიუჯეტში”, – განაცხადა ქუმსიშვილმა, რომელმაც დეპუტატებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები