„შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად, ბიუჯეტის შემოსავლები დაახლოებით, 700 მილიონი ლარით გაიზრდება“

ჩვენი შეფასებით, შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით, – ამის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივმა წარმომადგენელმა ფრანსუა პეჰშომ განაცხადა.
მისი თქმით, ბიუჯეტში ასახულია მთავრობის განზრახვა, უზრუნველყოს ქვეყნის ფისკალური მდგრადობა საშუალოვადიან პერიოდში, რის საფუძველიც იქნება ფისკალური დეფიციტის შემცირებისკენ გადადგმული ნაბიჯები.
„შემოსავლების მობილიზაციის ღონისძიებების შედეგად, ჩვენი შეფასებით, ბიუჯეტის შემოსავლები გაიზრდება, დაახლოებით, 700 მილიონი ლარით. მნიშვნელოვან ცვლილებას ვხედავთ ხარჯების ნაწილშიც, სადაც აქცენტი გადატანილია მიმდინარე ხარჯებიდან კაპიტალურ ხარჯებზე. ასევე, მისასალმებელია მთავრობის განზრახვა, გაზარდოს საჯარო ადმინისტრირების ეფექტიანობა დანახარჯების შემცირების პირობებში. იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა შეძლებს, დაგეგმილი სცენარით შეასრულოს 2017 წლის ბიუჯეტი და შეამციროს დეფიციტი“, – განაცხადა ფრანსუა პეჰშომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები