მამუკა მდინარაძე „ნაციონალებს“: გაითვალისწინეთ, რომ მარტოები დარჩით“

როდესაც ამბობთ, რომ ჩვენ ვართ რეალობას მოწყვეტილები, გაითვალისწინეთ, რომ ამ პოზიციაში მარტოები დარჩით, – ასე მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობას.
მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმცირესობის ბრალდებებს უპასუხა. მან დაშინებასა და შანტაჟს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა უწოდა, ხოლო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ განაცხადა, რომ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის აღიარებით იყო სამართლიანი.
2012 წლის შემდეგ საქართველოში 2,5-ჯერ არის გაზრდილი ავტობანის მშენებლობის ტემპი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
„ნამდვილად არ ვიცი, რა სჭირს რიკოთის გზას, რადგან ჩვენც იმ გზაზე დავდივართ. ამ სტილში ამ საკითხზე საუბარი ჩვენი ოპონტენტების მხრიდან ცოტა უხერხულია. ისევე, როგორც უხერხულია ოპონენტების მხრიდან საუბარი საკუთრების უფლებაზე, ბიზნესის თავისუფლებაზე.
როდესაც ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, ვერ ავუვულით გვერდს საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ ჩვენი ხელისუფულების გეგმები და პროგრამა არის სწორად გათვლილი. როდესაც გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, ამას ხაზი არ გაესვას – თქვენ დროს ამოღებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსიდან დაზარალებული როგორც მხარე, რომლის მიხედვითაც პროკურატურას შეუძლია, არ გააცნოს მასალები, ეს იქნება პროკურატურის კეთილი ნება. როდესაც ვსაუბრობთ, თითქოს ჩვენ ვართ რაღაც რეალობას მოწყვეტილი, გაითვალისწინეთ რომ მარტოები დარჩით“, – მიმართა მდინარეძემ „ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები