„პარტიაში არის ფინანსური პრობლემები, თუმცა ეს საკითხი შედარებით რაციონალურად უნდა წყდებოდეს“

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი კობა ხაბაზი ადასტურებს ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის და პარტიის რამდენიმე წევრი შემცირებაში მოჰყვა. ხაბაზი, რომელიც ენმ-ს რეგიონული დეპარტამენტის გურიის კოორდინატორის პოზიციას იკავებდა, აცხადებს, რომ პარტიაში არის ფინანსური პრობლემები, თუმცა მიაჩნია, რომ ეს საკითხი შედარებით რაციონალურად უნდა წყდებოდეს.
უკავშირდება თუ არა მისი შემცირებაში მოყოლა განსხვავებულ პოზიციას, რომელიც სააკაშვილის ენმ-ს თავმჯდომარედ დარჩენას შეეხება, ხაბაზი აცხადებს, რომ ის აღნიშნული კითხვის ადრესატი არ არის.
“ჩემთვის პარტიაში თანამდებობას და ანაზღაურებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მე ვრჩები პარტიის წევრად. უბრალოდ გული დამწყდა იმაზე, რომ გათავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მართლა არ იშურებდნენ ძალ-ღონეს ჩვენი იდეების განხორციელებისთვის, პარტიის სიძლიერისთვის. პარტიაში არის ფინანსური პრობლემები, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს საკითხი შედარებით რაციონალურად უნდა წყდებოდეს. 20 იანვარს ჩატარდება „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა და ვფიქრობ, რომ ამ ყრილობაზე ყველაფერი დალაგდება თავის ადგილზე“, – განუცხადა “კვირას“ კობა ხაბაზმა.
ჩიორა თაქთაქიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველმა გუნდმა პარტიის რამდენიმე წევრი, მათ შორის კობა ხაბაზი და გოგა ონიანი, „შემცირებაში მოაყოლა.”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები