კონსტანტინე გამსახურდია: პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მისი ჩართვის აზრს ვერ ხედავს

ოპოზიციის განცხადება, რომ „რაც უნდა „ქართულ ოცნებას,“ მაინც გაიტანს, ჩემთვის გაუგებარია, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პოლიტიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ განაცხადა.
გამსახურდია თვლის, რომ პრეზიდენტი საკონსტიტუციო კომისიასთან მუშაობაზე უარს იმიტომ აცხადებს, რომ მას არ შეუძლია რაიმე გავლენა იქონიოს კომისიის მუშაობაზე, თუმცა მისივე თქმით, დასკვნების გაკეთებამდე ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ჯერ „ქართულ ოცნებას“ უნდა მოუსმინონ.
„პრეზიდენტი უარს იმიტომ ამბობს, რომ იგი თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს. იგი არის „ქართული ოცნების“ მიერ რეკომენდირებული პრეზიდენტი, თუმცა მთავრობას და პრეზიდენტს შორის ისე დაიძაბა პოლიტიკური ურთიერთობა, რომ ალბათ მარგველაშვილი თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს. ჩემთვის გაუგებარია ასევე ოპოზიციური პარტიების პოზიცია, როცა აცხადებენ, თითქოს „ქართული ოცნება“ მაინც ყველაფერს ისე გააკეთებს, როგორც თავად სურს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჯერ უნდა ჩაება მუშაობაში და დასკვნები მერე გააკეთო,“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები