ირმა ინაშვილი: ბოკერიას მეუღლისგან განსხვავებით, ჩემი ტელეპროექტი „გაზპრომისთვის“ არ მიმიყიდია

„ბოკერიას მეუღლისგან განსხვავებით, ჟურნალისტობისას ჩემი ტელეპროექტი „გაზპრომისთვის“ არ მიმიყიდია“, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა გადაცემაში “2030” განაცხადა.
ირმა ინაშვილმა გადაცემის მსვლელობის დროს პარლამენტის ნდობის ჯგუფში კანდიდატების საქმიანობის გადამოწმების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არის მისი წარსული საქმიანობა შესაბამისმა ორგანოებმა შეისწავლონ. ინაშვილის თქმით, აუცილებელია ასევე შემოწმდეს, თუ რა კავშირი აქვთ კრემლთან “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებს.
ინაშვილი ინტერესდება, როგორ მიჰყიდა გიგა ბოკერიას მეუღლემ საკუთარი ტელევიზიის პროექტი რუსულ კომპანია “გაზპრომს”
“როცა კანდიდატების გადამოწმებაზეა საუბარი, მზად ვარ, გადამამოწმონ. გადამოწმების პროცესი საინტერესო იმიტომ არის, რომ გაირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები როგორ არიან დაკავშირებული კრემლთან, „გაზპრომთან“ და სპეცსამსახურებთან. ბოკერიას მეუღლისგან განსხვავებით, ჟურნალისტობისას ჩემი ტელეპროექტი „გაზპრომისთვის“ არ მიმიყიდია. ძალიანაც რომ მნდომოდა, „გაზპრომი“ ამას არ იყიდდა. ისმის კითხვა, პოლიტიკური ოპონენტების წარა-მარა რუსეთის აგენტებად გამოცხადება და იარლიყების „უპრაგონოდ“ დარიგება რუსული ფულის გათეთრების მცდელობა ხომ არ არის?!“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა – გადაცემაში “2030”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები