“ამერიკის ეკონომიკური განვითარების და წახალისების პროგრამა, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი”

პრაქტიკულად ამერიკის ეკონომიკური განვითარების და წახალისების პროგრამა, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი“, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ „რეპორტიორის“ პრესკლუბში გააკეთა.

მისივე თქმით, ქართულთან ძალიან ახლოს არის ჩინეთის ეკონომიკური პროგრამაც.

“პრინციპში თუ ავიღებთ, პრაქტიკულად ამერიკის ეკონომიკური განვითარების და წახალისების პროგრამაც, შეიძლება ასე ვთქვათ, ჩვენი პროგრამიდან არის გადაწერილი. ძალიან ახლოს არის, ჩინეთისაც სხვათაშორის. ინფრასტრუქტურული პროექტები ხდებოდა შიდა ვალის აღების ხარჯზე. პროცესი უფრო ადრე უნდა დაწყებულიყო და უნდა მომხდარიყო დოლარის ჩანაცვლება ლარით. დედოლარიზაცია დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე და ჩვენი ხალხის შემოსავალზე”, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები