დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი რუსეთს თანაბარუფლებიან პარტნიორად არ აღიქვამს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი მაიკლ ფელონი აცხადებს, რომ რუსეთი დასავლეთის სტრატეგიული მოწინააღმდეგეა და რომ „მასთან თანაბარუფლებიანი პარტნიორობა შეუძლებელია“. ამის შესახებ ფელონმა „ბი-ბი-სის“ განუცხადა.
ამასთანავე ფელონმა აღნიშნა, რომ ის მზად არის რუსეთთან იმ სფეროებში ითანამშრომლოს, რომელშიც ეს აუცილებელია.
„არის საკითხები, რითიც ჩვენ იძულებულები ვართ ვესაუბროთ მოსკოვს, რათა დაძაბულობა განვმუხტოთ, და დავარწმუნოთ, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გამოიყენოს თავისი გავლენა იქ, სადაც ის ძალზე დიდია, მაგალითად სირიაში. თუმცა ეს ყოველთვის კარგი არ არის,” – განაცხადა ფელონმა.
მინისტრმა ეს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის გეგმების კომენტირებისას განაცხადა. დონალდ ტრამპი და მისი გუნდის წევრები აცხადებენ, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას შეეცდებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები