სტამბულში კვირა საღამოს მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ სტამბულში კვირა საღამოს მომხდარი ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 44-მსე გაიზარდა. მათ შორის 36 პოლიციის ოფიცერია. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი” იუწყება.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ქურთისტანის მუშათა პარტიამ“ აიღო.
დაშავებულია 150-ზე მეტი ადამიანი.
ცნობისთვის, ორი აფეთქება სტამბულის ბეშიქთაშის რაიონში კვირას საღამოს მოხდა. სტადიონის მახლობლად დანაღმული ავტომობილი აფეთქდა. შემდეგ კი თვითმკვლელმა ტერორისტმა მეორე ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები