ავღანეთში „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში რადიკალური მოძრაობა „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მოლა ნაიემ კორი მოკლეს. ამის შესახებ ავღანეთის შს სამინისტრო იუწყება.
„ფარვანის პროვინციაში პოლიციის მიერ  ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად „თალიბანის“ ერთ-ერთი ლიდერი მოლა ნაიემ კორი, მეტსახელად უმადუდინი მოკლეს“,  – განაცხადეს ავღანეთის შს სამინისტროში.
ამავე ინფორმაციის მიხედვით, ოპერაციის შედეგად განადგურებულია კიდევ 18 „ბოევიკი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები