უკრაინაში პრეპარატი „აფლუბინი“ აკრძალეს
უკრაინის წამლებზე და ნარკოტიკებზე კონტროლის სახელმწიფო სამსახურმა გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო პოპულარული პრეპარატი „აფლუბინი“ აკრძალა. „აფლუბინი 7351286 ავსტრიის მწარმოებლის, რიხარდ ბიგნერის მწარმოებლის ეტიკეტით აკრძალულია ამ პრეპარატის ფალსიფიცირების გამო,“ – აცხადებენ სამსახურში.
წამლების რეალიზების კომპანიებს წამლების და ნარკოტიკების კონტროლის სამსახურმა „აფლუბინის“ განადგურება მოსთხოვა.
ცნობისთვის, უკრაინის რამდენიმე რაიონში ბოლო დღეებში ღორის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა.