რუმინეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატები ლიდერობენ

რუმინეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტია ლიდერობს. ამის შესახებ ეგზიტპოლების მონაცემები მეტყველებს.
მემარცხენე „სოციალ-დემოკრატებმა“ 45% მიიღეს. მეორე ადგილზე 20 %-ით მემარჯვენე-ცენტრისტული ნაციონალური ლიბერალური პარტიაა.  რუმინეთის პარლამენტში 504 დეპუტატია.
ბოლო დროს სოციალ-დემოკრატიული პარტია საკმაოდ რთულ მდგომარეობაში იყო მას შემდეგ, რაც მისი ლიდერი, პრემიერ-მინისტრი ვიქტორ პონტა თანამდებობიდან გადადგა. ამის მიზეზი საპროტესტო აქციები იყო. ახლა, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, რუმინეთის მომავალი პრემიერ-მინისტრი, ასევე, სავარაუდოდ, „სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენელი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები