სირიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ პალმირა ისევ „ისლამურმა სახელმწიფომ“ დაიკავა

სირიის ხელისუფლებამ აღიარა, რომ ქალაქი პალმირა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ დაიკავეს. ასადის ხელისუფლება პირობას დებს, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა  ისტორიული ქალაქი ტერორისტებისგან გაათავისუფლოს.  ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
პალმირაზე შეტევა გასულ შაბათს დაიწყო. მასში 4 ათასამდე „ბოევიკი“ მონაწილეობდა. სირიის ოპოზიცია იუწყება, რომ ექსტრემისტები არტილერიას და დანაღმულ ავტომობილებს იყენებდნენ.
„ისლამური სახელმწიფო“ პალმირას 2015 – 2016 წლებში აკონტროლებდა. მათ მრავალრიცხოვანი ძეგლები დაანგრიეს და არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორს თავი მოჰკვეთეს. მათ ასევე ძველი რომის პერიოდის ტრიუმფალური თაღი და ქანდაკებები გაანადგურეს.
გარდა ამისა, მათ ბაალ შამინის ტაძარი ააფეთქეს, რომელიც ძველი ანტიკური პერიოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები