ნიგერიაში მოზარდმა ტერორისტებმა თავი აიფეთქეს – არიან დაღუპულები

ნიგერიის ქალაქ მაიდუგურის ბაზარში 7 და 8 წლის გოგონებმა თავი აიფეთქეს. თვითმკვლელი ტერორისტების გარდა სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. „ბი-ბი-სის“ ინფორმაციით, პირველი აფეთქების შემდეგ რამდენიმე წუთში მეორე აფეთქების ხმაც გაისმა. ტერაქტის დროს ბაზარში ხალხმრავლობა იყო.
ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.  როგორც ცნობილია, რადიკალური დაჯგუფება „ბოკო ჰარამი,“ ნიგერიაში, ტერაქტების დროს ბავშვებს საკმაოდ ხშირად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები