ეგვიპტეში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროს კოპტურ ეკლესიაში, ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო, დღეიდან ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. აღნიშნულის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
პრეზიდენტი აბდელ ფათახ ას-სისი ტერაქტს გმობს და ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების წმინდა მარკოზის სახელობის ტაძართან მომხდარი აფეთქების შედეგად, უკანასკნელი ინფორმაციით, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა.
აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათზე მოხდა. შემთხვევის შედეგად 35-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ქრისტიანი-კოპტების რაოდენობა, სხვადასხვა მონაცემების მიხედვით, ეგვიპტის მოსახლეობის 10-15 პროცენტს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები