ნატოს გენერალური მდივანი სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტებს გმობს
ნატოს გენერალური მდივანი თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტებს გმობს.
იენს სტოლტენბერგი თურქ ხალხს სოლიდარობას უცხადებს. „მე ვგმობ საზარელ ტერორისტულ აქტებს, რომელიც სტამბოლში მოხდა. ფიქრებით დაღუპულთა ოჯახებთან, დაშავებულებთან და თურქ ხალხთან ვარ, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს. ჩვენ ერთად შევებრძოლებით ტერორიზმის ყველა ფორმას”, – აცხადებს ნატოს გენერალური მდივანი.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის ცენტრში ორი აფეთქება წუხელ მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაიღუპა 38 და დაშავდა 160-მდე ადამიანი.