იტალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს
იტალიას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. როგორც BBC-ს იტყობინება, ამის შესახებ ინფორმაცია იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას ოფიციალურმა წარმომადგენელმა გააჟღერა.
მისივე თქმით, ახალ პრემიერ მინისტრად საგარეო საქმეთა მინისტრი, 62 წლის პაოლო ჯენტილონი დანიშნა. ქვეყნის პრეზიდენტმა მას დღეს მინისტრთა ახალი კაბინეტის ფორმირება დაავალა. პაოლო ჯენტილონიმ პრემიერის თანამდებობაზე მატეო რენცი შეცვალა, რომელიც 7 დეკემბერს გადადგა.