კაიროს ტაძარში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში კოპტების ტაძარში მომხდარი აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ათზე მეტი დაშავდა.
მომხდარს უცხოური მედია ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ტაძარში, სავარაუდოდ, ბომბი აფეთქდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები