თურქეთში გლოვა გამოცხადდა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარი აფეთქებების გამო ქვეყანაში ერთდღიანი გლოვა გამოცხადდა. დაშვებულია სახელმწიფო დროშები.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ არსებულ სტადიონ “ბეშიქთაშის” სიახლოვეს ორი აფეთქება განხორციელდა.
აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთაგან 27 პოლიციელია. დაშავებულია 166 ადამიანი.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, თავდასხმის ობიექტი სწორედ პოლიციელების ავტობუსი იყო.
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში მომხდარ აფეთქებებთან დაკავშირებით 10 ეჭვმიტანილი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები