ნიგერიაში ეკლესიის სახურავის ჩამონგრევას, 60 ადამიანი ემსხვერპლა

ნიგერიაში, ქალაქ უიოში ეკლესიის სახურავი ჩამოინგრა, რის შედეგადაც 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
უცხოური მედიის ინფორმაციით სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს და მსხვერპლთა რიცხვის ზრდა არაა გამორიცხული.
სახურავის ჩამონგრევის დროს ეკლესიაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. რელიგიურ რიტუალს აკვა-იბომის შტატის გუბერნატორიც ესწრებოდა, რომელიც ინციდენტს გადაურჩა.
როგორც “ბი ბი სი” წერს, ეკლესია ახალი აშენებულია და სამშენებლო სამუშაოები დაჩქარებულად მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები