სტამბოლში ორი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა, გარდაცვლილთაგან 27 პოლიციელია. დაშავებულია 166 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლში ტაქსიმის მოედნის მიმდებარედ არსებულ სტადიონ “ბეშიქთაშის” სიახლოვეს ორი აფეთქება განხორციელდა.
თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრ სულეიმან სოილუს განცხადებით, თავდასხმის ობიექტი სწორედ პოლიციელების ავტობუსი იყო.