კოლუმბიის პრეზიდენტს ნობელის პრემია გადაეცა

კოლუმბიის პრეზიდენტს ხუან მანუელ სანტოსს ნობელის პრემია გადასცეს. დაჯილდოების ცერემონია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გაიმართა. ამის შესახებ “ბი ბი სი“ იუწყება. კოლუმბიის ლიდერმა ეს პრესტიჟული ჯილდო მემარცხენე დაჯგუფების ექსტრემისტულ დაჯგუფებასთან („ფარკთან“) სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაში შეტანილი წვლილისთვის მიიღო. ამით 52-წლიანი სამოქალაქო კონფლიქტი დასრულდა, რომელსაც 200 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
სანტოსმა ოქროს მედალი, სიგელი და 670 ათასი დოლარის ჩეკი მიიღო. ცნობისთვის, სამშვიდობო შეთანხმება კოლუმბიის ხელისუფლებასა და „ფარკს“ შორის მიმდინარე წლის ნოემბერში იყო ხელმოწერილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები