საფრანგეთის მთავრობა 2017 წლის 15 ივლისამდე საგანგებო რეჟიმის გაგრძელებას მხარს უჭერს

საფრანგეთის მთავრობა ქვეყანაში საგანგებო რეჟიმის გაგრძელების ინიციატივით გამოდის. როგორც პრემიერ-მინისტრმა, ბერნარ კაზნევმა განაცხადა, რეჟიმი 2017 წლის 15 ივლისამდე იქნება გაგრძელებული. შესაბამისი ინიციატივით მთავრობა პარლამენტს დასამტკიცებლად მიმართავს.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა 2015 წლის ნომებერში, პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების სერიის შემდეგ გამოცხადდა. მაშინ 130 ადამიანი დაიღუპა და 350-ზე მეტი დაშავდა.
2016 წლის 14 ივლისს კი ტერაქტი მოხდა ნიცაში, სადაც ბულვარზე, ხალხმრავალ ადგილას, ტერორისტი სატვირთო ავტომობილით შეიჭრა და ხალხს გადაუარა. დაიღუპა 80 და დაიჭრა 200-ზე მეტი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები