სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრას არ გამორიცხავს

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედვარდ ნალბანდიანმა სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრის შესაძლებლობა არ გამორიცხა. ამის შესახებ ნალბანდიანმა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. “აუცილებელია ამ შეხვედრის მომზადება, ვინაიდან დღესაც არის მრავალი საკითხი, რომელზეც არის აზრთა სხვადასხვაობა და ჩვენ მეზობელი სახელმწიფოს დედაქალაქიდან გვესმის განცხადებები, რომ საერთაშორისო სამართალი არაფერია და ყველაფერს ძალა წყვეტს“, – განაცხადა ნალბანდიანმა. ნალბანდიანმა ეს აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ელმარ მამედიაროვთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა და შედგა თუ არა რაიმე შეთანხმება, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები