აზერბაიჯანში სკოლამდელი განათლება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

აზერბაიჯანში განიხილავენ საკითხს, რომლის მიხედვითაც, სკოლამდელი განათლება სავალდებულო უნდა გახდეს. ამის შესახებ სააგენტო „ტრენდი“ იუწყება. შესაბამისი ბრძანებულების პროექტი აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაამტკიცა.
კანონპროექტის ავტორების აზრით, სკოლამდელი განათლება ადამიანის პოტენციალის განვითარებაზე და უფრო ფასიანი კაპიტალის ფორმირებაზე დადებითად მოქმედებს. დღეს კი აზერბაიჯანში სკოლამდელი განათლებით ბავშვების მხოლოდ 14% სარგებლობს.
პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ ადრეულ ასაკში ტალანტის გამოვლენა აზერბაიჯანის განვითარებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები