New York Times – მოსკოვი ტრამპს საარჩევნო კამპანიის დროს ფარულად ეხმარებოდა

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, მოსკოვი „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატს ფარულად ეხმარებოდა. ამის შესახებ გაზეთი New York Times წერს.
სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსეთი წინასაარჩევნო პერიოდში ჰაკერულ შეტევებთან დაკავშირებული იყო.
გამოცემა Washington Post და სააგენტო „როიტერი“ წერენ, რომ შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამსახურმაც იგივე დასკვნები გამოიტანა.
თავად დონალდ ტრამპმა ამ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს სწორედ ის ხალხია, ვინც თავის დროზე ამბობდა, რომ სადამ ჰუსეინს ბირთვული იარაღი აქვს.
ამერიკის სპეცსამსახურების ინფორმაციით, რუსმა ჰაკერებმა ინფორმაცია როგორც „დემოკრატიული პარტიის“ და ჰილარი კლინტონის სერვერებიდან მოიპარეს, ასევე გატეხილი იყო „რესპუბლიკური პარტიის“ სერვერებიც, თუმცა მოსკოვმა საიტ WikiLeaks-ს მხოლოდ ჰილარი კლინტონზე მოპოვებული ინფორმაცია გადასცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები