თურქეთში საკონსტიტუციო ცვლილებები და საპრეზიდენტო ძალაუფლების გაძლიერება იგეგმება

თურქეთის მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ, „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიტანა, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უფლებამოსილების გაფართოებას გულისხმობს. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ამ ცვლილებების მიღების შემთხვევაში თურქეთი საპრეზიდენტო რესპუბლიკა გახდება საფრანგეთის მსგავსად. საკონსტიტუციო რეფორმის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ის ერთი ადამიანის ხელში მთელი ძალაუფლების კონცენტრაციას გამოიწვევს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყანაში მასობრივი დაპატიმრებები გაგრძელდება, რაც 2016 წლის 15 ივლისის სამხედრო ამბოხების შემდეგ თურქეთში მიმდინარეობს.
თავად ერდოღანმა განაცხადა, რომ თუ პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს, ეს საკითხი 2017 წელს რეფერენდუმზე იქნება გატანილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები