ბულგარეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა

ბულგარეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფაში ოთხი ადამიანი დაიღუპა და 23 დაშავდა. ცისტერნები, რომლითაც თხევადი აირი გადაჰქონდათ, ქალაქ შუმენთან რელსებიდან გადავარდა. ამის შემდეგ ცისტერნებს ცეცხლი გაუჩნდათ.
„სიტუაცია ძალიან რთულია. დანგრეულია 20-მდე შენობა. მაშველებმა ნანგრევებიდან 12 ადამიანი ამოიყვანეს. სამაშველო ოპერაცია გრძელდება“, – განაცხადა ტელეკომპანია bTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში ბულგარეთის სახანძრო სამსახურის მთავარმა კომისარმა ნიკოლაი ნიკოლოვმა.
ხანძრის გამო მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები