სირიაში, ავიადარტყმის შედეგად, „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

 სირიაში უპილოტო საფრენი აპარატის ავიდარტყმის შედეგად „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბუბაკერ ალ-ხაკიმი მოკლეს, რომელიც ფრანგულ ჟურნალ “Charlie Hebdo”-ს რედაქციაზე თავდასხმის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
ამ ინფორმაციის მიხედვით, ალ-ხაკიმი ქალაქ რაქაში მოკლეს, რომელიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ არაოფიციალური დედაქალაქია. ცნობისთვის, “Charlie Hebdo”-ს რედაქციაზე თავდასხმა 2015 წლის იანვარში მოხდა. ძმებმა საიდ და შერიფ კაუში რედაქციის ოფისში შევარდნენ და სროლა დაიწყეს. დაიღუპა 11 ჟურნალისტი და პოლიციელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები