ნიგერიაში ორმა თვითმკვლელმა მოზარდმა გოგონამ თავი აიფეთქა – დაიღუპა 30 ადამიანი 

ნიგერიის ქალაქ მადაგალის ერთ-ერთ ბაზარზე ორი თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქების შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა და 57 დაიჭრა. სააგენტო “როიტერის“ ცნობით, აფეთქება ახალგაზრდა გოგონებმა, სავარაუდოდ, სკოლის მოსწავლეებმა მოაწყვეს.
ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ტერაქტი მოძრაობა „ბოკო ჰარამმა“ მოაწყო. ის რადიკალური ისლამისტური დაჯგუფებაა და ნიგერიაში შარიათის კანონებზე დამყარებული მმართველობის სისტემის დამკვიდრებისთვის იბრძვის.
დაჯგუფების მოქმედების შედეგად რამდენიმე წელიწადში ნიგერიაში, კამერუნსა და ნიგერში 15 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები